"ვინც ხმა ამოიღო ამაზე, აჩუმებდნენ... სანამ ჩვენ დაგვემართებოდა, თურმე 2 თვით ადრე გამოვლენილი იყო, მაგრამ არ ახმაურებდნენ" - განო მელითაური ე.წ. ჰონგ-კონგის შტამზე
"ერთი დიდი განუკითხაობაა, ფაქტია, რომ ე.წ. ჰონგ-კონგის შტამი მუსირებს. ვინც ხმა ამოიღო ამაზე, აჩუმებდნენ. სანამ ჩვენ დაგვემართებოდა, თურმე 2 თვით ადრე გამოვლენილი იყო ერთ-ერთი კლინიკაში, მაგრამ არ ახმაურებდნენ, არადა, ამაზე საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს აუცილებლად და პირბადეს მაინც არ მოვიხსნიდით ასე თამამად", - ამის შესახებ რეჟისორმა განო მელითაურმა Mshoblebi.ge-ს განუცხადა.
4 შვილის დედას, განო მელითაურს, მორიგეობით ოთხივე ბავშვი ჰყავდა ვირუსით ავად. ამას დაემატა უფროსების ავადობაც და რთულმა პერიოდმა 21 დღეზე მეტი გასტანა. მეტიც, ჯერ კიდევ არ არის განოს ოჯახის ყველა წევრი ბოლომდე გამოჯანმრთელებული და ბავშვები არ დაბრუნებულან სოციალურ ცხოვრებას.
"სირთულით ეს ვირუსი კოვიდს არ ჩამოუვარდება. ტალღობრივად დაგვეჯახა, თუ შეიძლება ასე ითქვას, თან მრავალშვილიან ოჯახებში ჯაჭვური რეაქციით ვრცელდება და ჩემი სახლი კათარზისს ემსგავსება ხოლმე. ჯერ ერთს ეწყება, მერე მიჰყვება მეორე, მესამე, მეოთხე, მშობლები, ბებია, ბაბუა და ა.შ. ერთ სართულზე ვცხოვრობთ მე და ჩემი მშობლები და აქტიური კონტაქტი გვაქვს.
რთული იყო ის, რომ ვირუსი დაიწყო პირდაპირ მაღალი ტემპერატურით, სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია, რასაც დაემატა გამონაყარი პირის ღრუში, ჰერპესის მსგავსი. ეს რომ ალაგდა, წამოვიდა საშინელი ყელის ტკივილი, მერე ჩაერთო ხველა. რამდენიმე დღეში გაქრა ყველა სიმპტომი და გვეგონა, რომ გამოვჯანმრთელდით, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. რასაკვირველია, ყველა ეტაპზე შესაბამის მკურნალობას ვიტარებდით შეძლებისდაგვარად", - ამბობს განო მელითაური.
ვრცლად წაიკითხეთ Mshoblebi.ge-ზე>>>