"ძალიან მიჭირს, მაგრამ ჩემ მონატრებას ამით ვებრძვი, რომ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს ვნახულობ... მკვლელობა ალბათ, რუსეთში დაიგეგმა" - ნიკო კვარაცხელიას დედა
ძალიან მიჭირს, მაგრამ ჩემ მონატრებას ამით ვებრძვი, რომ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს ვნახულობ. დამხვრეტი იყო ჭელიძე, დედა, რომელმაც ჭელიძე გაზარდა, დედა არ არის და ეს ოჯახი საერთოდ ოჯახი არ არის, - ამის შესახებ ნიკა კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ განაცხადა.
ის არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის მკვლელობა შესაძლოა, რუსეთში დაიგეგმა. ამასთან, ომაძე აცხადებს, რომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამკვეთებსა და მფარველებს დაასახელებენ.