loader

18+ უმძიმესი კადრები უწერის ტყიდან - რაჭაში მოლაშქრეები წამებით მოკლულ, თათებდაჭრილ დათვს გადააწყდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

18+ უმძიმესი კადრები უწერის ტყიდან - რაჭაში მოლაშქრეები წამებით მოკლულ, თათებდაჭრილ დათვს გადააწყდნენ

ნიკა გუგეშაშვილი რაჭაში, უწერას ტყეში, ლაშქრობისას აღმოჩენილი უსასტიკესი ფაქტის შესახებ წერს და ფოტო-ვიდეომასალას აქვეყნებს.

“რაჭაში დღეს ლაშქრობის დროს გადავაწყდი წამებით მოკლულ და თათებდაჭრილ დათვს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ვინმე ამოწმებს რაჭის ტყეებს, რა მდგომარეობაა?? იცავს ვინმე ამ ცხოველებს??“ - წერს ნიკა გუგეშაშვილი.

“1 დეკემბერი, #უწერა #რაჭა #საქართველო.

ზამთარი საშინელი აღმოჩენით დაიწყო. ულამაზეს უწერის ტყეში ~1250 მ სიმაღლეზე ლაშქრობისას, Nika-სთან ერთად ვიპოვეთ ეს საწყალი დათვი, რომელიც ვიღაც მონსტრმა ადამიანმა მოკლა. ღმერთმა იცის, რამდენი ხანი იტანჯა. თათები მოაჭრეს, რომ ტროფეის სახით წაეღოთ. იმედია, ვინც პასუხს აგებს, მოიძებნება და გამოისყიდის ამ დანაშაულს...

ჩვენი გულები დამწუხრებულია ამ ბოროტი ქმედებით. ქართველო მეგობრებო, გთხოვთ გააზიაროთ. “ - წერს Algirdas Strioga.