“ისე შე**ით ჩემს ძმას, რომ აღარ იცოდა, რა ფორმით გამოეხატა ემოცია და თქვენ ამაზე ღადაობთ?“ - რას წერს ლენუკა ყიფშიძე ძმის შესახებ
ლენუკა ყიფშიძე თავისი ძმის, გიორგი ყიფშიძის მხარდამჭერ განცხადებას აქვეყნებს.
“რატომ ხართ ასეთი ბოროტები… ისე შეე*ით ჩემს ძმას, რომ აღარ იცოდა, რა ფორმით გამოეხატა ის ემოცია და ხალხისგან იდიოტური სმს-ბი… და თქვენ ამოიღეთ პოსტი და ამაზე ღადაობთ?” - წერს ლენუკა ყიფშიძე "ტიკ-ტოკის" ვიდეოს შესახებ, სადაც გიორგი ყიფშიძეა მთავარი გმირი.
შეახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გიორგი ყიფშიძე ბულინგის მსხვერპლი გახდა. მან “ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც როლისთვის ფერმკრთალი გრიმი ესვა, საზოგადოების ნაწილმა კი შეურაცხმყოფელი კომენტარები დაუწერა. ამით გაღიზიანებულმა მსახიობმა კომენტარის ავტორებს ორაზროვნად მიმართა:
"ავად ვარ და ვკვდები, დაკმაყოფილდა თქვენი ინტერესი?"
ამის შემდეგ კი დაწერა: "არანაირი ნარკატა აღარაა ჩემს ორგანიზმში უკვე დიდი ხანია, ყველამ თქვენს სიმახინჯეებს მიხედეთ, სარკეში ჩაიხედეთ და მიხვდებით".