"სამომავლოდ ძალიან მინდა პერსონალური გამოფენის გამართვა, ჩემი ტანსაცმლის ხაზზე ვოცნებობ" - იხილეთ მშობიარობის გართულებით გარდაცვლილი 33 წლის მხატვრის ნამუშევრები
33 წლის მხატვარი მაია კუჭავა მშობიარობის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა, მისი ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს.
მაია აფხაზეთში დაიბადა. ომის შემდეგ ყაზახეთში ცხოვრობდა. სამხატვრო კოლეჯი და სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი საქართველოში დაამთავრა. ჰქონდა რამდენიმე მოდის ჩვენება და ჯგუფური გამოფენები. განსაკუთრებით უყვარდა პორტრეტების ხატვა. სამომავლოდ პერსონალური გამოფენის გამართვას გეგმავდა და ოცნებობდა, რომ ტანსაცმლის ხაზზე ემუშავა.
"მინდა ვთქვა, რომ ჩემი შთაგონების წყარო - სიყვარული და სილამაზეა. სამომავლოდ ძალიან მინდა პერსონალური გამოფენის გამართვა და ჩემი ტანსაცმლის ხაზზე ვოცნებობ.
ვხატავ პეიზაჟებს, ნატურმორტებს, პორტრეტებს. განსაკუთრებით მიყვარს პორტრეტების ხატვა. ძალიან მომწონდა ისრაელში დაბადებული არაბი მომღერლის, იშტარ ალაბინას შემოქმედება და მისი პორტრეტის შექმნა გადავწყვიტე.
იგი საფრანგეთში მოღვაწეობს. პორტრეტი 2013 წელს დავხატე და ინტერნეტში განვათავსე. მალევე გამომეხმაურა მომღერალი და მთხოვა, მისთვის მეჩუქებინა. მეც გავუგზავნე საფრანგეთში ნახატი, მერე დამიკავშირდა და მადლობა გადამიხადა.
ცოტა ხნის შემდეგ ჩემი ნახატი გამოაქვეყნა და ასეთი სახით ახალი 2014 წელიც მომილოცა", - ეს არის ამონარიდი ა.წ. ოქტომბერში ვებპორტალ "კვირისთვის" მიცემული ინტერვიუდან...