loader

"რადგან კრიტიკა მოჰყვა, ერთს ვიტყვი, აქ არაფერია დასაშოკი..." - რა გამოხმაურება მოჰყვა ვიდეოს, რომელშიც ემიგრანტი მამა ჩაძინებულ შვილს აღვიძებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რადგან კრიტიკა მოჰყვა, ერთს ვიტყვი, აქ არაფერია დასაშოკი..." - რა გამოხმაურება მოჰყვა ვიდეოს, რომელშიც ემიგრანტი მამა ჩაძინებულ შვილს აღვიძებს

ემიგრანტი მამის სიურპრიზი შვილს - ვიდეოს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"ეჰ, მთელი საქართველო მონატრებაშია...

ღმერთო, რა ბედნიერებაა მონატრებული შვილის ჩახუტება. ნახევარი საქართველო ემიგრაციაში ვართ... ნეტავ, ისე გამოკეთდეს საქართველოში მდგომარეობა, ყველა ემიგრანტი დაბრუნებულიყოს თავის მონატრებული ოჯახებში...

თითქმის მთელი საქართველოა მონატრებაში, ღმერთო, გვიშველე...

ცრემლების გარეშე ვერ ვუყურე, კარგით რაა, ცოდოა ძაალიან... გაუსკდა გული ბავშვს...

არ მივესალმები ასეთ სიურპრიზებს. სიხარული არ მოგკლებოდეთ 1 000 წელი...

მე ასე არასოდეს მოვიქცეოდი. ცოდოა ადამიანი, ვისაც ასეთ მოულოდნელ სიურპრიზებს უკეთებენ...

ჩემი შვილები გამახსენდნენ, თავი სიზმარში ეგონათ...

გაუსკდა ბავშვს სიხარულით გული...

ყველას ვუსურვებ, მალე ჩავხუტებოდეთ ჩვენს უსაყვარლეს ადამიანებს...

არ შეიძლება ასე მოულოდნელად ამხელა ემოციის "დაჯახება". რა მოხდაა, რა არის ეს? ღმერთმა სულ გახარებული და ბედნიერი ამყოფოს ეს ბავშვი, მაგრამ ასე ნუ დაშოკავთ...

მე პირადად ეს სიურპრიზები არ მომწონს, საყურებლადაც კი ცუდად ვხდები...იმედია, მალე დადგება ეს დღე, როცა ჩავალ და წინასწარ ვეტყვი... უდიდესი სტრესია ისედაც... მალე ჩავხუტებოდეთ ჩვენს მონატრებულ ადამიანებს!

რადგან ცოტა გაკრიტიკება მოჰყვა ბავშვის გაღვიძებას, ერთს ვიტყვი: მამის მოლოდინში ჩაძინებულ ბავშვთან მამამ მივიდა და ჩაეხუტა... აქ არაფერია დასაშოკი. მეტიც, ძალიან მშვიდად აღვიძებს ბავშვს..." - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ვიდეოს სოციალურ ქსელში "მთავარი არხი" აქვეყნებს.