“სითბო ნამდვილად მაკლდა, ძილში გადამისვა მამამ 2-ჯერ თავზე ხელი... ავტომატურად ვითვლებოდი უშნოდ“ - ბავშვობის ტრავმები, რაც ნინო ნადირაძე-კუზანოვას შესახებ არავინ იცოდა
“ბავშვობის ტრავმებზე:
1. სითბო ნამდვილად მაკლდა, ძილში გადამისვა მამამ 2-ჯერ თავზე ხელი, ამ დროს თვალები გავახილე და იმ წამსვე მივიტუქსე, რატომ გღვიძავსო;
2. არსად არ მიშვებდნენ 2 მიზეზის გამო, ეშინოდათ, რამე არ მომსვლოდა და ჩემს ხუთოსნობას საფრთხე არ შექმნოდა;
3. მივეჩვიე დამჯდარ ძილს, ერთი წაკითხვით ვსწავლობდი ყველაფერს, ამიტომ წიგნს ვშლიდი მარტო ტექსტიან გვერდზე და შუბლზე ხელაფარებული ვიძინებდი. რომ მეთქვა, უკვე ვიცი-თქო, მედალი რომ ვერ გამეტანა ან პირველ წელსვე ვერ მოვწყობილიყავი, დაბრალდებოდა ერთჯერ წაკითხვით ნასწავლს
3. მამას ვგავარ, მამას საკუთარი თავი არ მოსწონდა, მოსწონდა დედაჩემი, რომელსაც ჩემი და ჰგავდა, ამიტომ, ავტომატურად ვითვლებოდი უშნოდ;
4. ჩემი არსადგაშვება და 24 საათი სწავლის სტრესი მიკომპენსირდებოდა ლამაზი ტანსაცმლით, შედეგად ასაკშიც სტრესის შემდეგ რამე უნდა ვუყიდო ჩემს თავს
5. ყველაზე მეტად ვისჯებოდი ტყუილის თქმის შემთხვევაში უსასტიკესად
6. გართობა და დროსტარება ითვლებოდა დანაშაულად, ამიტომ ეს 2 რამ დღესაც არ გამომდის
P.S. ყველაზე მთავარი დამავიწყდა, უხმოს და უსმენოს ბოლომდე მახეხიეს მუსიკალური სკოლა და გამოსაშვებზე ბახის ოთხხმიანი ფუგა იყო წამების მწვერვალი“ - წერს ნინო ნადირაძე.