"ეს ხდება ვაზისუბანში, საშინელებაა, მთელი კორპუსი ეზოში ჩამოვედით" - რას აპროტესტებს მოსახლეობა ვაზისუბანში
თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, ალუბლების ქუჩის 19 ნომერში, მრავალსართულიანი კორპუსი შენდება. მოსახლეობა მათი საცხოვრებელი კორპუსების გვერდით ახალი კომპლექსის მშენებლობას წლების წინ აპროტესტებდა, რადგან კორპუსები ერთმანეთთან მეტისმეტად ახლოს შენდება, თუმცა საპროტესტო აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო.