დაუჯერებელი კადრები თბილისის ერთ-ერთი სადარბაზოდან - “ჩვეულებრივი გაზის კამერა მოგიწყოთ მეზობელმა“
“თბილისი, 21-ე საუკუნე, 8-სართულიანი კორპუსის მე-7 სართული, გაზის ნამწვით გაჯერებული სადარბაზო“ - ვიდეოს ანი დადიანი ავრცელებს ჯგუფში “ქალაქის პრობლემები“.
კადრებს, სადაც ჩანს, რომ სახლში დაყენებული გაზის გამათბობელი ნამწვს სადარბაზოში უშვებს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილი ამბობს, რომ ასეთი დამოკიდებულება მეზობლის მხრიდან დაუჯერებელი და გამაოგნებელია.
“ჩვეულებრივი გაზის კამერა მოგიწყოთ მეზობელმა“ - წერს ერთ-ერთი წევრი.