loader

"განწირული კივილის ხმა შემომესმა, მოუცურდა ფეხი და ზურგით წამოვიდა" - შემზარავი შემთხვევა სამტრედიაში, სადაც კორპუსის სახურავიდან მამაკაცი გადმოვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"განწირული კივილის ხმა შემომესმა, მოუცურდა ფეხი და ზურგით წამოვიდა" - შემზარავი შემთხვევა სამტრედიაში, სადაც კორპუსის სახურავიდან მამაკაცი გადმოვარდა

სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან მამაკაცი გადმოვარდა. 45 წლამდე მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ის ადგილობრივია და სახურავზე გამაგრებით სამუშაოებს ასრულება.

მამაკაცი კომპანიას ჰყავდა დაქირავებული და სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციას ასრულებდა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ვიდეო: "მთავარი არხი"