ნინო ბურჯანაძე მიმართავს ბანკებს, "დემოკრატიული მოძრაობის" ანგარიშზე შემოწირულობის მიღება დროებით შეაჩეროს
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, პოლიტიკური პარტიების საბანკო ანგარიშებზე შემოწირულობების დროებით შეჩერების ინიციატივით გამოდის.
როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, "დემოკრატიული მოძრაობა" მიმართავს საქართველოში მოქმედ ყველა ბანკს, დროებით შეაჩერონ 200 ლარზე მეტი შემოწირულობის მიღება პარტიის ანგარიშზე და არც ერთ შემთხვევაში არ მიიღონ თანხა პარტიის თანხმობის გარეშე.
მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის მთავარმა საბჭომ "ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედიაში" გასული სიუჟეტების გამო მიიღო, სადაც, უდანაშაულობის პრეზუმციის სრული დარღვევით, ნაჩვენები იყვნენ ცრუ მოწმეები, რომლებიც "დემოკრატიულ მოძრაობას" ფულის გათეთრებაში ადანაშაულებდნენ.
ბურჯანაძის მტკიცებით, საქართველოში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც შანტაჟის, დაშინები ან თუნდაც, მოსყიდვის გზით მზად არის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე წავიდეს, პოლიტიკურ პარტიებს კი არ აქვს არანაირი დამცავი მექანიზმი, გადაამოწმოს იმ ადამიანის გულწრფელობა, რომელიც პარტიის ანგარიშზე შემოწირულობას შემოიტანს.
მისივე ცნობით, პარტიაში ცხელი ხაზი ამოქმედდება, სადაც ცალკეულ პირს ან ბანკს საშუალება ექნება, გადაამოწმოს იმ ადამიანის პოზიცია, რომელსაც შეაქვს შემოწირულობა პარტიის ანგარიშზე და მხოლოდ ამის შემდეგ იყოს თანხა ჩარიცხული.