loader

ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ კენჭი მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ კენჭი მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს

ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნების" რიგებიდან კენჭი მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს.

ამის შესახებ ბესელიამ რადიო "პალიტრის" ეთერში, გადაცემა "პროვოკატორში" სტუმრობისას განაცხადა, თუმცა, არ დააკონკრეტა, დედაქალაქში მოხდება მისი წარდგენა, თუ საქართველოს რომელიმე რეგიონში.
"მაჟორიტარობის შესაძლებლობა არ გამოირიცხება, მაგრამ ამ ეტაპზე დეტალებზე საუბარი ნაადრევია, რადგან "ქართული ოცნება" რეგიონული ოფისების გახსნითაა დაკავებული. სხვათა შორის, მთელი ძალების კონცენტრირება დედაქალაქზე კი არა, უფრო რეგიონებზე მოხდება, იქ, სადაც გაყალბების მასშტაბები ყველაზე მაღალია", - აღნიშნა ბესელიამ.
მისივე განმარტებით, "ქართული ოცნება" უფრო აქტიური მას შემდეგ გახდება, რაც საარჩევნო ეტაპზე გადავა. "ეს მოხდება მაშინ, როცა რაიონული ოფისების გახსნას და ინფრასტრუქტურის მოწყობას დავამთავრებთ", - აღნიშნა ბესელიამ.

იხილეთ: ეკა ბესელია – ივანიშვილის კოალიციასთან არავითარი კონფლიქტი არ მაქვს
იხილეთ გადაცემის სრული ჩანაწერი