ado.slave('adoceanadvertlinegezdhtljqjof', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });
00:00 / 00:00
Autoplay
ado.slave('adoceanadvertlinegeweojpwjoya', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });

თბილისის 45-ე საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა - "ასეთი რამ არცერთ სკოლაში არ მინახავს"

12:30 / 31-01-2023

ბოლო რამდენიმე დღეა თბილისის 45-ე საჯარო სკოლა ყურადღების ცენტრში მოექცა. მიზეზი კი ახალი ბიბლიოთეკაა.

პედაგოგებმა პრემიაზე უარი თქვეს და მიზნად დაისახეს, ძველი, პატარა და უფერული ბიბლიოთეკა ახლით ჩაენაცვლებინათ. ამ იდეის გარშემო ერთობლივად გაერთიანდნენ და დღეს თავს ასეთი ლამაზი, დახვეწილი და მდიდარი ბიბლიოთეკით იწონებენ. ბიბლიოთეკაში მართლაც მყუდრო და სასიამოვნო გარემოა.

საპრემიო თანხის კეთილ საქმეში დახარჯვა არც ერთ პედაგოგს არ დანანებია. უფრო მეტიც, ყველა მასწავლებელი ჩაერთო ახალი ბიბლიოთეკის მოწყობაში და მის დიზაინზეც ერთად იზრუნეს. ბიბლიოთეკა კი ახალი წიგნებით მუდმივად ივსება.

ბიბლიოთეკამ ბავშვებს კიდევ უფრო მეტი სტიმული მისცა. აქ დღის განმავლობაში მუდმივად ხალხმრავლობაა. თავისუფალ დროს ბავშვები კითხულობენ და ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ.

ბიბლიოთეკაში მუდმივად ეწყობა სხვადასხვა აქტივობა, რომლებშიც მოსწავლეები ხალისით ერთვებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ამბავი მართლაც ამაღელვებელი და მასწავლებელთა საერთო გადაწყვეილება დასაფასებელია, სოციალურ ქსელში გამოჩნდნენ ნეგატიური კომენტარების ავტორებიც, რომლებმაც პედაგოგებისთვის გამოწერილი პრემია დაუჯერებელ ამბად მიიჩნიეს.

პედაგოგებს სიამაყის გრძნობა ეუფლებათ, როცა ხედავენ, რომ მოსწავლეებს წიგნების კითხვა შეაყვარეს და ამაში მათი დიდი წვლილიცაა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგდა მიქაბერიძე
სკოლა, რომელიც გაძლევს განვითარების საშუალებას 💖
თარიღი : 31-01-2023
ნინი
საუკეთესოთა შორის საუკეთესო 💜
თარიღი : 02-02-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ახლა კითხულობენ

ბოლო სიახლეები

პოპულარული

ado.slave('adoceanadvertlinegetffqcudtev', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });

თბილისის 45-ე საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა - "ასეთი რამ არცერთ სკოლაში არ მინახავს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა