loader

"თუ მე ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე..." - რა სურვილი გააჟღერა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში დისტანციურად ჩართვის დროს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ მე ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე..." - რა სურვილი გააჟღერა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში დისტანციურად ჩართვის დროს?

თუ მე ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. ის ეკუთვნის უკრაინას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

განცხადება მან უკრაინულ ენაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინელების გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ჩემ მიმართ ხორციელდება წამება და მე ვიყავი მოწამლული. ვამაყობ, რომ ყველა აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით; ვამაყობ, რომ პრეზიდენტი არის ზელენსკი; მისი ოფისის მადლობელი ვარ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში, მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. ის ეკუთვნის უკრაინას", - აღნიშნა სააკაშვილმა, რომელიც სასამართლოზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩაერთო.