"ვციტირებ, გამომიცხადა, რომ ყველა მეთოდით "გაათრევენ" მიშას საპატიმროდან" - რა თქვა ნინო ნადირაძემ სასამართლოში სააკაშვილის ერთ-ერთ ადვოკატზე?
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის, სასჯელის გადავადებასთან ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურადაც არ ესწრება.
სასამართლოში პენიტენციური დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ოქმი, ასევე, კლინიკა "ვივამედიდან" სამედიცინო ცნობა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ მიეცა, დისტანციურად ჩართვაზე კი თავად სააკაშვილმა განაცხადა უარი.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედის" გენერალური დორექტორი ნინო ნადირაძე იკითხება.