ado.slave('adoceanadvertlinegezdhtljqjof', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });
00:00 / 00:00
Autoplay
ado.slave('adoceanadvertlinegeweojpwjoya', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });

თაღლითური სქემა, რომელსაც ადამიანები მარტივად იჯერებენ და ტყუვდებიან - ამბავი კი რეალობას ძალიან ჰგავს

11:41 / 07-02-2023

სოციალურ ქსელში, ალბათ, ერთელ მაინც გქონიათ შემთხვევა, როცა სრულიად უცხო ადამიანი გეკონტაქტებათ და დახმარებას გთხოვთ.

გვწერენ როგორც პირად შეტყობინებაში, ასევე დახმარებას საჯაროდაც ითხოვენ. აქვეყნებენ ვრცელ პოსტებს, სადაც საკუთარი მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ დეტალურად გვიყვებიან.

ზოგიერთი ბავშვის ფოტოებს გვიგზავნის და გვწერს, რომ მძიმე დაავადება აქვს და სამკურნალო თანხა სჭირდება; ნაწილი კლინიკაში გადაღებულ ფოტოებს გვიგზავნის და გვწერს, რომ თანხას აგროვებს. ნაწილი ბინის ქირას ვერ იხდის და მცირეწლოვან შვილებთან ერთად ბინიდან ასახლებენ.

ზოგი კი ლუკმა-პურის გარეშეა დარჩენილი. მათ ნაწილს დახმარება ალბათ მართლაც სჭირდება, თუმცა რეალობის გარკვევა ნამდვილად რთულია.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში გავრცელდა ფოტოები, სადაც ახალგაზრდა გოგონა ქორწინების ბეჭედს ყიდდა.

მოგვიანებით, სხვა ადამიანმა გაავრცელა ეს ფოტო, სადაც წერდა, რომ შვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევდა ქორწინების ბეჭდის გაყიდვა. ნაწილმა ბეჭდის გაყიდვის სანაცვლოდ თანხა ჩაურიცხა, თუმცა მალევე გაირკვა, თაღლითური გზით სურდა თანხის შეგროვება.

ასევე ახალგაზრდა გოგო წერდა, რომ 3 მცირეწლოვანი შვილი მშიერი ჰყავდა და დახმარებას ითხოვდა. როგორც კომენტარებიდან გაირკვა, ის დახმარებას სექტემბრიდან ითხოვს და მუდმივად სხვადასხვა ინფორმაციას აქვეყნებს.

თუკი ამ ამბებს გადავამოწმებთ, მალევე მივხვდებით, რომ გვატყუებენ. ვიღაცისთვის ჩვენი დახმარება ალბათ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ნდობა ძალიან რთულია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
???
ხშირად ითხოვს დახმარებას გულისამაჩუყებელი პოსტებით ე.წ დედების ფონდი... და ყველა ბავშვზე ერთი და იგივე ტელეფონის ნომერს აქვეყნებს, სადაც სმს-ის გაგზავნისად ბავშვის სახელს ვერ უთითებ.. შესაბამისად, მაქვს ეჭვი, რომ თანხები ვერ ხვდება კონკრეტული ბავშვის ანგარიშზე... ასევე, რამოდენიმე დღის უკან, ფეისბუქზე გოგონამ დადო პოსტი ბავშვის სურათებით, თუ არ ვცდები, სანდროს დასახმარებლად.. ანგარიში სამი ბანკის ჰქონდა მითითებული, რამაც დამაეჭვა და ეს ანგარიშის ნომრები მოვიძიე გუგლში. აღმოჩნდა, რომ ეს გოგონა გასულ წელს ითხოვდა ამავე ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვას, თუმცა მისი ავადმმყოფი ბავშვი მაშინ გოგონა-სესილი იყო... ახლა მსგავს პოსტებს აღარ ვაზიარებ...
თარიღი : 07-02-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ახლა კითხულობენ

ბოლო სიახლეები

პოპულარული

ado.slave('adoceanadvertlinegetffqcudtev', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });

თაღლითური სქემა, რომელსაც ადამიანები მარტივად იჯერებენ და ტყუვდებიან - ამბავი კი რეალობას ძალიან ჰგავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა