ილონ მასკმა Tesla Cybertruck-ის გამოცდის ახალი ვიდეო გამოაქვეყნა - “ნამდვილი მხეცი და ავტომობილების მეფეა“
ილონ მასკმა გამოაქვეყნა Tesla Cybertruck-ის გამოცდის ახალი ვიდეო, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
“როგორც ჩანს, Cybertruck-ი ნამდვილი მხეცია, რომელსაც არ უნდა ეთამაშო. მომავლის ლიდერი და ავტომობილების მეფეა“ - წერს unilad ვიდეოს განხილვისას.
Tesla-ს ინოვაციური ავტომობილი ერთ-ერთ ძლიერ ავტომობილს, Ford F-150-ს შეაჯიბრეს. როგორც ვიდეოში ჩანს, Cybertruck-ი მას ყველა მონაცემით სჯობნის და ბევრად ძლიერი მონაცემები აქვს.