loader

"ეს ომი უნდა შეწყდეს, თუ გაგრძელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ..." - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ომი უნდა შეწყდეს, თუ გაგრძელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ..." - ირაკლი ღარიბაშვილი

უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ ამ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. ეს მართლაც ისტორიული შემთხვევაა, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ლიდერი ერთად ვართ, ეს უკვე არის წარმატება, წარმატებული შემთხვევა, მადლობას გიხდით ამ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. რაც შეეხება ომს უკრაინაში. რა თქმა უნდა, ეს არის დიდი გამოწვევა ყველა ჩვენგანისთვის. მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, მსოფლიოს არც განუცდია მსგავსი მასშტაბის გამოწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2008 წელს საქართველოსაც ჰქონდა ომი რუსეთთან, რუსეთს საქართველოს ისტორიული ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და ორი სამხედრო ბაზა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, დიდი ძალისხმევა გაწიეს დეესკალაციის კუთხით და ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.