"ამდენი წელი ხმა არ ამომიღია კალაძეზე... ისე გავბრაზდი ეს რომ თქვა" - დათო ტურაშვილის ემოციური მიმართვა
"კალაძე რასაც ამბობს, მაგაზე საშიში არაფერი მომისმენია. არც ერთ ხელისუფლებას არ უთქვამს თავისი მოქალაქეებისთვის, აქ მე ვიქნები კარგად და თქვენ გაეთრიეთო. არ დაუჯეროთ კალაძეს! ეს ჩვენი სამშობლოა, არ დატოვოთ!" - ამის შესახებ დათო ტურაშვილმა "ფორმულას" ეთერში გადაცემაში "მე-17 სართული" განაცხადა.