"უამრავი ადამიანი წერს, სად არის ლიკლიკაძე? სად ვარ და..." - რას წერს დათო ლიკლიკაძე
"უამრავი ადამიანი წერს, სად არის ლიკლიკაძე? სად ვარ და აქ ვარ, სადაც ხალხია, სადაც ევროპა უნდათ და სადაც "არას" ეუბნებიან რუსეთს. ეს მერამდენედ უნდა დავწერო? არ იცოდით ჩემი ეს პოზიცია? რამდენი ვინმე გაიღვიძებთ და მომვარდებით, სად ხარ, მიდით რაა, თქვენს საქმეს მიხედეთ. თუ ძაან გაინტერესებთ, უფრო ადრე მინდოდა ამის დაწერა, რომ ევროპაა ჩვენი არჩევანი და ვერავინ წაგვათრევს რუსეთისკენ, მაგრამ მაცადეთ? „რა დროს იტალიაა, შე უსირცხვილო? გამოდი, დაწერე რამე!“ - აი, ასეთი ხალხის გამო არ დავწერე, მაგრამ არ გაჩერდა ეს ისტერია. ახლა ძაან სერიოზულობით - ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს საქართველოში რუსული ძალა. ამას არასდროს დაუშვებს ქართველი ხალხი. ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ევროპულ საქართველოში!" - წერს დათო ლიკლიკაძე.