პეტრე ცისკარიშვილი - ოპოზიციას სამთავრობო საათით თეატრის მოწყობა სურს
საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამთავრობო საათით ოპოზიციას თეატრის მოწყობა სურს და ამის დაშვებას არ აპირებს. როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, ოპოზიციის მოთხოვნა კარგად ჩამოყალიბებული არ არის, რადგან შეკითხვები არ არის მიმართული იმ ადრესატებამდე, რომლებიც პარლამენტში უნდა იყვნენ მიწვეულნი და მთელი რიგი შეკითხვები გამიზნულია სხვა უწყებებისთვის.
ცისკარშვილის განმარტებით, პარლამენტში მთავარი პროკურორის მოწვევა არ არის აღწერილი რეგლამენტში და სამართლებრივ ჩარჩოებს არ შეესაბამება.
მისივე განცხადებით, ოპოზიციას პარლამენტში შოუს მოწყობა სურს, რისი მიზანიც "კასტინგი" და "ვიღაცის კეთილგანწყობის მოპოვებაა", რაშიც მინისტრები ვერ ჩაერთვებიან.
სამთავრობო საათს საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ითხოვს. ისინი სხდომაზე იუსტიციის მინისტრ, ზურაბ ადეიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს იბარებენ. ოპოზიციური ფრაქცია აღნიშნული მინისტრებისგან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ფინანსური საქმიანობის, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის, მართლმსაჯულებაში არსებული მდგომარეობის შესახებ და სხვა საკითხებზე ინფორმაციას ითხოვს.