loader

"თუ 2008 წლის აგ­ვის­ტო გან­მე­ორ­დე­ბა, პირ­და­პირ და­არ­ტყა­მენ თბი­ლისს" - მარგარიტა სიმონიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ 2008 წლის აგ­ვის­ტო გან­მე­ორ­დე­ბა, პირ­და­პირ და­არ­ტყა­მენ თბი­ლისს" - მარგარიტა სიმონიანი

თბი­ლის­ში, რო­დე­საც აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე სი­ტყვით გა­მო­დი­ო­და, და­ნარ­ჩე­ნე­ბი სკან­დი­რებ­დნენ - "სო­ხუ­მი“, სო­ხუ­მი“. აღ­ნიშ­ნუ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის აფხა­ზურ სეგ­მენ­ტში პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და და გან­ხილ­ვის თე­მად იქცა.

ვი­დე­ომ კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტის, მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია. მან აღ­ნიშ­ნულ თე­მას "ტე­ლეგ­რამ­ში" პოს­ტი მი­უ­ძღვნა.

სი­მო­ნი­ა­ნი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ თბი­ლის­ში ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის ხდე­ბა, რომ მე­ო­რე ფრონ­ტი გა­იხ­სნას.

"თბი­ლის­ში პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ყვი­რი­ან: "სო­ხუ­მი! სო­ხუ­მი". სი­ნამ­დვი­ლე­ში, თა­ვი­დან­ვე ცხა­დი იყო, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ მე­ო­რე ფრონ­ტის გა­სახ­სნე­ლად იყო სა­ჭი­რო.

ჩემი მე­გობ­რის, სტი­ვენ კო­ე­ნის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ (რო­მელ­მაც, სხვა­თა შო­რის, ჯერ კი­დევ 15 წლის წინ მი­თხრა, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ იცო­ცხლოს იმ დრომ­დე, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად ნა­ხავს, რო­გორ გა­ი­ყო­ფა უკ­რა­ი­ნა ორ ნა­წი­ლად) მათ კრემ­ლო­ლო­გე­ბი აღარ დარ­ჩათ და არა­ვინ ეტყვით, რომ თუ 2008 წლის აგ­ვის­ტო გან­მე­ორ­დე­ბა, არა­ვინ იდარ­დებს სა­ქარ­თვე­ლო­ზე და არა­ვინ გაგ­ზავ­ნის იქ ჯარს, და­უ­ფიქ­რებ­ლად, პირ­და­პირ და­არ­ტყა­მენ თბი­ლისს, დიდი გან­ხილ­ვის გა­რე­შე - თუნ­დაც იმი­ტომ, რომ:

1. სენ­ტი­მენ­ტე­ბის დრო არაა

2. თბი­ლის­ში არაა კიევ-პე­ჩე­რის ლავ­რა

3. ჩვენ­ში არა­ვინ და არას­დროს მი­იჩ­ნევ­და თავს ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თი­ან ერად და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია არას­დროს ყო­ფი­ლა "თბი­ლი­სის რუ­სე­თი“. ასე რომ, ეს ტყუ­ი­ლად წა­მო­ი­წყეს. შე­ე­ცო­დე­ბი­ნათ ლა­მა­ზი ქა­ლა­ქი და მისი ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი მცხოვ­რე­ბლე­ბი, რად­გან რო­გორც ჩანს, ისი­ნი თა­ვიანთ თავს არ იცო­დე­ბენ", - წერს სი­მო­ნი­ა­ნი.

წყარო: ambebi.ge