loader

“აუხსნელად ვერ დავტოვებ- შევეცდები, წარმოდგენა შეგიქმნათ, თუ რას ვაპირებ“ - რას წერს ლევან ვასაძის შვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“აუხსნელად ვერ დავტოვებ- შევეცდები, წარმოდგენა შეგიქმნათ, თუ რას ვაპირებ“ - რას წერს ლევან ვასაძის შვილი?

ლევან ვასაძის ქალიშვილი თათა ვასაძე მედია ინდუსტრიას უერთდება:

“ბოლო დროის მუდმივი გადაღებების იდეას აუხსნელად ვერ დავტოვებ. შევეცდები, ამ პოსტის საშუალებით წარმოდგენა მაინც შეგიქმნათ იმის შესახებ, თუ რას ვაპირებ უახლოეს მომავალში.

30 მარტიდან "ერი მედია"-ზე წავიყვან გადაცემას სახელად "არჩევანი", რომელშიც მოვიწვევ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, რომლებიც მოგვიყვებიან საკუთარი საქმიანობის შესახებ, გაგვიმხელენ ამა თუ იმ სფეროში წარმატების მისაღწევად რა არის საჭირო, მოგვიყვებიან პროფესიის დადებით და უარყოფით მხარეებზე.

გადაცემის იდეა მისი სახელწოდებისგან შორს არ დგას, რეალურად, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი არჩევანი პროფესიებში, თუმცა, სამწუხაროდ, მათ შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო აზრადაც არ მოგვდის ამა თუ იმ განხრით წასვლა. ცხადია, ყველა პროფესია, რომელზეც იქნება ლაპარაკი ჩემს გადაცემაში თქვენ არ გაგიტაცებთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს მოკლე ინტერვიუები მოსასმენად ყველასთვის საინტერესო იქნება.

მაშ ასე, 30 მარტს, 21:30 საათზე, შევხვდებით "ერი მედია"-ზე.“ - წერს თათა ვასაძე.