loader

"ბავშვს აქვს ჩალურჯებები, პირზე ააფარა და მიათრევდა" - რას ჰყვება დედა, რომელიც ამტკიცებს, რომ გლდანის პარკიდან მისი შვილის გატაცება სცადეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბავშვს აქვს ჩალურჯებები, პირზე ააფარა და მიათრევდა" - რას ჰყვება დედა, რომელიც ამტკიცებს, რომ გლდანის პარკიდან მისი შვილის გატაცება სცადეს

5 წლის გოგონას დედა დეტალურად აღწერს, როგორ სცადა ნიღბიანმა მამაკაცმა მისი შვილის გატაცება. ამბავი, რომელსაც დღეს გიყვებით, გლდანის მე -7 მიკროში, ერთ-ერთ პარკში, ორი დღის წინ მოხდა . ახალგაზრდა ქალი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ 3 მცირეწლოვან შვილს პარკში სათამაშოდ ყოველდღე უშვებს, თუმცა აქამდე მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა. დედა ამბობს, რომ მამაკაცმა გოგონას გატაცება, დაახლოებით, დღის 3 საათზე სცადა. ეს ის დროა, როცა პარკში უამრავი ადამიანი იმყოფება. დედის თქმით, სწორედ ამიტომ გადაურჩა მისი შვილი გატაცებას.

12 წლის ალიკა, რომელიც სკვერში 5 წლის დასთან ერთად იმყოფებოდა, მომხდარს დეტალურად იხსენებს. ამბობს, რომ მისი დის მიმართულებით სწორედ იმ დროს გაიხედა, როცა გოგონა უცხო მამაკაცს მიჰყავდა. მეგობართან ერთად დის დახმარება სცადა, თუმცა მამაკაცთან გამკლავება ძალიან გაუჭირდათ, გამტაცებელი მცირეწლოვან ბავშვებს გამეტებით ურტყამდა. მოზარდებს პარკში მყოფი უცხო ადამიანი დაეხმარა.

მომხდარიდან რამდენიმე წუთში გოგონას მშობლები პარკში ჩავიდნენ, თუმცა საეჭვო ვერაფერი შენიშნეს.

მშობლებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ, რადგან პარკში სათვალთვალო კამერები გათიშულია და ჩათვალეს, რომ აზრი არ ჰქონდა.