loader

"ეს იყო შეგნებული პროვოკაცია" - რატომ იმყოფებოდა პოლიცია წუხელ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის სახლში და რას წერს თათია სამხარაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს იყო შეგნებული პროვოკაცია" - რატომ იმყოფებოდა პოლიცია წუხელ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის სახლში და რას წერს თათია სამხარაძე?

112-ში "პოს TV"-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ განხორციელებული შეტყობინების გამო გუშინ, გვიან ღამით "ფორმულას" დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, "ნაციონლაური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

"ფორმულას" ინფორმაციით, უწყებაში ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა.

როგორც პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.

ცნობისთვის, 2016 წელს თათია სამხარაძემ "პოს TV"-ის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და სასამართლოს მიმართა. შალვა რამიშვილი მაშინ სექსუალური შევიწროების ფაქტს უარყოფდა, თუმცა 2019 წელს სასამართლომ რამიშვილი დამნაშავედ ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

შალვა რამიშვილი ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში.

ვიდეო: "ფორმულა"