"გადავწყვიტე, გაგიზიაროთ უნიკალური კადრები ჩემი არქივიდან" - გიორგი კალანდია ზვიად გამსახურდიას აქამდე უცნობ კადრებს ასაჯაროებს
ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში საკუთარი არქივიდან უნიკალურ კადრებს აქვეყნებს:
"ორ დღეში პრეზიდენტ გამსახურდიას დაბადების დღე დადგება! გადავწყვიტე, გაგიზიაროთ უნიკალური კადრები ჩემი არქივიდან. არქივიდან, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა დიდი რისკის ფასად გადავარჩინეთ. მაშ ასე, 25 სექტემბერი, სამეგრელოში ჩასული პრეზიდენტი მიდის წალენჯიხის სახელოვან ტაძარში. ნახეთ, როგორი ემოციით ხვდება ადგილობრივი მღვდელი. ეს ადამიანი მოგვიანებით ბალტინის ბომბებით ზურგგამაგრებულმა მხედრიონელებმა სასტიკად დასაჯეს..."
"კვლავ კადრები ჩემი არქივიდან (არადა, ვერ წარმოგიდგენიათ, რა უზარმაზარი არქივი მაქვს), ზვიად გამსახურდიას საწინააღმდეგო აქცია უნივერსიტეტთან და ტელევიზიასთან, ბევრი ნაცნობი სახე..."
"ესეც უნიკალური ინტერვიუ ჩემი არქივიდან. ბევრს ეგონა, რომ ეს კადრები დაიკარგა. სამხედრო ხუნტის ლიდერის, თენგიზ სიგუას პირველი პრესკონფერენცია სამხედრო გადატრიალების შემდეგ! კარგად მოუსმინეთ, ობიექტურად შუქდებაო..."
"ჯაბა იოსელიანის შეფასებით, სახელმწიფო კრიმინალური გადატრიალება სახალხო აჯანყება ყოფილა..."