ქართველი მსახიობები მთავარ როლში, კრის ჰემსვორთთან ერთად - Netflix-ი ახალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის, "Extraction 2"-ის თიზერს ავრცელებს
“2023 წლის ზაფხულში მაყურებელი ეკრანზე "ნეტფლიქსის" ახალ მძაფრსიუჟეტიან ფილმს "Extraction 2"/ “დახსნა 2”-ს იხილავს, სადაც მთავარ როლს ავსტრალიელი მსახიობი კრის ჰემსვორთი ასრულებს. ფილმში ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი თამაშობს.
ეკრანზე ასევე ვიხილავთ: დათო ბახტაძეს, თინა დალაქიშვილს, ირაკლი კვირიკაძეს, ანდრო ჯაფარიძეს, თორნიკე ბზიავას, მარიამ და მართა კოვზიაშვილებს და 20-მდე ქართველი მსახიობს. აღსანიშნავია, რომ ქართველ მსახიობებსა და "ნეტფლიქსს" შორის კომუნიკაციას უძღვებოდა სააგენტო Eka Cast Agency“ - ავრცელებს “ეს არის კინო • Es Aris Kino“