"აი, თურმე, ამერიკაშიც როგორ იგრძნობა ეს შურიანობა და ბოღმა" - ნუცა ბუზალაძის მორიგი გამოსვლა American Idol-ში
ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ამ კვირის ეპიზოდში დუეტით წარდგა. მისი მეწყვილე კარინა დე ანჯელო იყო. ქართველი მომღერალი შემდეგ ტურში გადავიდა.
როგორც ნუცა ამბობს, კარინა დე ანჯელო ისე ნერვიულობდა, რომ მისი დამშვიდება ვერ მოახერხა.
კომენტარებში კი სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ეს არ იყო ნუცას საუკეთესო გამოსვლა, რადგან სიმღერის დროს იგრძნობოდა კარინას დამოკიდებულება ქართველი მომღერლის მიმართ.
"აი, თურმე, ამერიკაშიც როგორ იგრძნობა ეს შურიანობა და ბოღმა...
იმ გოგოს კარგი ხმა აქვს, მაგრამ იმდენად რაღაცნაირად გაბოროტებული და დაბოღმილი გამოვიდა...
ეს არ იყო ნუცას საუკეთესო გამოსვლა, რაც მეწყვილის დანაშაულია. შესავალ სფიჩში ისე დასტრესა ნუცა, აშკარად გადაედო, ენერგეტიკაზეც ეტყობა...
პროფესიონალებს არ გამოეპარებათ ნუცას უპირატესობა. ნუცა ათი თავით სჯობს და ამასაც დაამტკიცებს. წარმატებები ჩვენს გოგოს!
ნუცა კი კარგად მღერის, მაგრამ ერთად ნამღერი ჟიურის არ მოეწონა. იმედია, მარტო უფრო ლამაზი შესრულებით გამოვა...
ეს კონკურსის ფორმატს არ ჰგავდა. ის გოგო აშკარად ვერ იყო ფორმაში და ნუცაც თითქოს აღარ მღეროდა ისე, როგორც საჭირო იყო, რომ ის ზედმეტად არ დაეჩრდილა...
კარინა არ ვიცი, ვინაა, მაგრამ ნუცას ვერ ჯობდა ნამღერით. უბრალოდ ნუცამ გაუშვა, წადი, ჰა, მიდი, იმღერეო. ნუცა არის სუპერ ყველა ასპექტში.
ეს გოგო უბრალოდ ბოღმისგან გასკდა. წარმატებები ნუცა...
აშკარად შევატყე ამ გოგოს, რომ შეშურდა ნუცასი..." - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
იხილეთ ვიდეო ვრცლად: