loader

შემზარავი ფაქტები კახეთში - 14 წლის გოგონაზე, სავარაუდოდ, მამამ სექსუალურად იძალადა, 12 წლის მოზარდის გაუპატიურებაში კი მამინაცვალია ბრალდებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემზარავი ფაქტები კახეთში - 14 წლის გოგონაზე, სავარაუდოდ, მამამ სექსუალურად იძალადა, 12 წლის მოზარდის გაუპატიურებაში კი მამინაცვალია ბრალდებული

კახეთში არასრულწლოვნების გაუპატიურების კიდევ ორი ფაქტი დაფიქსირდა. ერთ შემთხვევაში, საქმე ეხება 14 წლის გოგონას, რომელზეც ადგილობრივების თქმით, სექსუალურად, სავარაუდოდ, მამამ იძალადა, ფაქტის შესახებ კი სამართალდამცველებს სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა. დირექტორი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ საეჭვო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ყველა შესაბამის უწყებას აცნობა.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, 12 წლის მოზარდის გაუპატიურებაში მამინაცვალია ბრალდებული.

ორივე ფაქტზე სავარაუდო დამნაშავეები დაკავებული არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო.