loader

"ძალიან რთული გზა გავიარე..." - ემოციური სიუჟეტი ნუცა ბუზალაძის შესახებ, რომელიც სცენაზე მის გამოსვლამდე გავიდა ABC-ის ეთერში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან რთული გზა გავიარე..." - ემოციური სიუჟეტი ნუცა ბუზალაძის შესახებ, რომელიც სცენაზე მის გამოსვლამდე გავიდა ABC-ის ეთერში

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე American idol-ის 20 საუკეთესო მონაწილეს შორისაა. მის გამოსვლამდე ABC-ის ეთერში ემოციური სიუჟეტი აჩვენეს, სადაც ის ამბობს, რომ მთელი ცხოვრება ამერიკაში, ასეთ ვითარებაში მოხვედრაზე ოცნებობდა და უზარმაზარ მადლიერებას გამოხატავს დედის მიმართ.

"როცა 17 წლის ვიყავი, ერთმა ქალმა მკითხა, თუ რა იყო ჩემი ოცნება. მე ამ მომენტს წარმოვიდგენდი... ძალიან რთული გზა გავიარე..

დედაჩემი მარტოხელა დედა იყო. მახსოვს, საკვების ფული არ გვქონდა. მე ძალიან მიყვარს დედაჩემი... ვუყურებდი მის ტანჯვას და ეს შინაგანად მკლავდა.

იმდენად მინდოდა დედას დავხმარებოდი, რომ უამრავ კონკურსში ვმონაწილეობდი... მახსოვს, როცა ფული მოვიგე, იმ ფულით ქირა გადავიხადეთ... ასე ნელ-ნელა დავიწყე მისი დახმარება...

მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი ოცნება იყო ჰოლივუდში მოხვედრა...", - ამბობს ნუცა ბუზალაძე.