loader

ირინა სარიშვილი - ბიძინა ივანიშვილის გუნდში ბევრი რამ მიუღებელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირინა სარიშვილი - ბიძინა ივანიშვილის გუნდში ბევრი რამ მიუღებელია

პარტია "იმედის" ლიდერის ირინა სარიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის გუნდში და მის გეგმებში ბევრი რამ გაუგებარი და მიუღებელია.

ამის შესახებ სარიშვილმა ჟურნალისტებს დღევანდელ შეხვედრაზე განუცხადა.

"პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ ყოველთვის მქონდა და მაქვს კარგი დამოკიდებულება, თუმცა მის ქვემოთ რაც ხდება, აბსოლიტურად მიუღებელია. გვრჩება ორი ვარიანტი ან გარემოცვა ატყუებს და თვითონ არის მსხვერპლი, ან ჯერ თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს და შემდეგ მის მიერვე არჩეული გარემოცვა. თუმცა შედეგის თვალსაზრისით ამას მნიშვნელობა არ აქვს" – აცხადებს სარიშივილი.

მისივე თქმით, არ სურს ყველაზე ისაუბროს, თუმცა ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის გარშემო პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი მხოლოდ ფულის გამო შეიკრიბა.

"ივანიშვილთან რომ არ ყოფილიყვნენ, მასაც ისევე დაუძახებდნენ ფულის ტომარას, როგორც სხვებს ეძახდნენ. ერთ-ერთი ასეთი ძალა მისი მთავარი დასაყრდენი "რესპუბლიკური პარტიაა" – აცხადებს სარიშვილი.