"რეპი ჰყვარებია... მიდით, ახლა შეეჯიბრეთ მეგრელებს, არ გამოგივათ" - კოკის საჯარო სკოლის მასწავლებლის ცეკვას "ბოლო ზარზე" სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლის ერთ-ერთი მასწავლებლის, ელიკი ახალაიას ცეკვას "ბოლო ზარზე" სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
"მიდით, ახლა შეეჯიბრეთ მეგრელებს, არ გამოგივათ...
ყოჩაღ მასწავლებელს. აი, ეს არის ერთმანეთის სიყვარული. ასეთი მასწავლებელი ბავშვებს არასოდეს დაავიწყდებათ...
აბა, მენტორობა გარანტირებული ექნება, თუ არ აქვს...
მეამაყებით, კარგები ხართ. მაგარია. მასწავლებელი ამას ჰქვია...
"ბედინა" ჰყვარებია და რეპი...
გრძელდება ჩვენი სასიამოვნოდ გაოცება..." - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.