"გავგიჟდი... აი, ამიტომ გვყავს ამდენი ქმრისგან მოკლული ქალი საქართველოში" - რას ამბობს სასულიერო პირი ვიდეოზე, რომელსაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა
"ფეისბუქგვერდზე" - "მაცხოვრის ფერისცვალების სამრევლო" გამოქვეყნებულ ვიდეოს - "ქალის მთავარი სამკაული არის მორჩილება", საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
მოგვიანებით მამა ბასილმა განმარტებითი ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ამბობს, რომ ეს მოსაზრება მას არ ეკუთვნის და ის მოციქულ პავლეს ეპისტოლეში წერია, რომელიც ჯვრისწერის დროს იკითხება.
"აი, რატომ არ უნდა ასწავლიდნენ სასულიერო პირები სკოლაში. ეს კაცი არის პირდაპირი მაგალითი...
ამ ვიდეოში მთავარი და ცალსახა პასუხია, რატომ კლავენ ქალებს ამ ქვეყანაში, რატომ აუპატიურებენ პატარა გოგოებს ოჯახის წევრი მამაკაცები და ისინი ხმას ვერ იღებენ. ამ ყველაფრის თავი და თავი ეს აზროვნებაა, რომელიც ქალის, როგორც ინდივიდის, როგორც სრულფასოვანი პიროვნების როლს უგულებელყოფს და მის მთავარ ღირსებად მორჩილებას ასაღებს. ასე უჩლუნგებენ პატარა გოგოებს საკუთარი თავის აღქმას და ასე, შთააგონებენ ბიჭებს, რომ ქალში მორჩილება უნდა ეძებოს, თუ ვერ იპოვის საკმარისს, შეუძლია დასაჯოს კიდევაც. მერე უკვირთ, ბოროტების იმპერიას რატომ გვეძახიანო. ხართ, ამ გოგოების და ბიჭების მართალ თვალებს რომ ხედავთ და ამ სისულელეს უტენით, უარესიც ხართ...
ბავშვების ფსიქიკაზე ძალადობა და მავნებლობა...
ჩემთვის ეს სამკაული ღირსებაა და ვისთვის რა არის ღირსება. მორჩილება? ვერ დაგეთანხმებით, სამწუხაროდ...
ქალის საუკეთესო სამკაულზე საუბარს ჯობდა კაცის სამკაულზე გესაუბრათ, რომელსაც ადამიანის და უფრო კონკრეტულად, ქალის პატივისცემა ჰქვია. ეს არის დღეს პრობლემა, ეს უნდა ესმოდეთ დღეს ბავშვებს და ამას უნდა "ქადაგებდეს" მამაოც და მასწავლებელიც და არა იმას, კიდევ უფროოოო მოორჩილები როგორ და რატომ გავხდეთ ქალები. საზიზღრობაა....
ბავშვები კიკინებზე ლაპარაკობენ და ეს ქმრის მიმართ მორჩილებაზე ელაპარაკება. ესაა ახლა ნორმალური? იგივე ადამიანები, ვინც ამას ამართლებენ, გამოხტებიან და ბიოლოგიის გაკვეთილებში რეპროდუქციაზე საუბარს აპროტესტებენ...
გავგიჟდი... აი, ამიტომ გვყავს ამდენი ქმრისგან მოკლული ქალი საქართველოში...
ბავშვებმა უფრო სწორი პასუხები გასცეს...
განავრცეთ მამაო ეს თემა, რადგან ხალხს ჰგონია, რომ მორჩილებაში იგულისხმება, ქალი ქმრის მონა უნდა იყოს...
მამაო, მაპატიეთ, მეც გოგოს მამა ვარ დაახლოებით ამ ასაკის (ესენი კიდევ მგონი უფრო პატარები არიან) ბავშვების, მაგრამ ასეთ თემებზე საუბარი ამ ასაკის ბავშვებთან, ცოტა უადგილო მგონია..." - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.