loader

უნიკალური კადრები ტოკიოში გამართული პირველი ქართული ფესტივალიდან, რომელსაც იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნიკალური კადრები ტოკიოში გამართული პირველი ქართული ფესტივალიდან, რომელსაც იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრო

“მოხარული ვარ, რომ იაპონიაში პირველი ქართული ფესტივალი წარმატებით ჩატარდა. რა იყო ფესტივალის შემადგენელი ნაწილი:

1. იაპონური ცეკვის ჯგუფი “საფირონების” მიერ შესრულებული ქართული ცეკვის პროგრამის წარდგენა

2. ქართული კერძების 2 სტენდი

3. ქართული ღვინის გაყიდვა

4. ქართული თაფლის გაყიდვა

5. ქართული წიგნების გაყიდვა. საქართველოში დამზადებული ინოვაციური პროდუქტი “თილისმას” გაყიდვა

7. ნაბეღლავის გაყიდვა

8. ქართული კალათბურთის ნაკრების საპოპულარიზაციო სტენდის წარდგენა

9. ქართული ტრადიციული სამოსის ჩვენება

10. ქართული დამწერლობის სწავლება

11. ბატონი ტაკეჰიდე ჰარადას მიერ ქართული კინემატოგრაფიის მიმოხილვა. პირველი ფესტივალისთვის სავსებით წარმატებული შედეგია და რაც მთავარია, შემდეგ წელს უფრო გაფართოებული ფორმატით ჩატარებაც გადაწყდა. მადლობას ვუხდი ჩვენს იაპონელ პარტნიორებს. ასევე აღსანიშნავია, რომ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონი შიუნსუკე ტაკეი, ფესტივალს დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს Syunsuke Takei“ - წერს თეიმურაზ ლეჟავა.

ვიდეო: თეიმურაზ ლეჟავა და Thea Matins