loader

"არ შეიძლება რომ არ ვთქვა! მე დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ..." - სალომე ზურაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ შეიძლება რომ არ ვთქვა! მე დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ..." - სალომე ზურაბიშვილი

ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი. დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, პროტოკოლის დარღვევაა... იწყება გაუთავებელი - „მე პირველი ვარ, შენ მეორე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიასპორის ფორუმზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს დიასპორის ფორუმზე, სკამი პროტოკოლის დარღვევით დაუდგეს.

„მინდა, დავიწყო პატარა რაკურსით. რადგანაც ვიმყოფებით ამ არაჩვეულებრივ, განახლებულ შენობაში, სადაც დღეს საგარეომ დაიმკვიდრა ადგილი და ეს საგარეოს მიერ არის ორგანიზებული, არ შეიძლება რომ არ ვთქვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის „მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ან გადადექი, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე“ და ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა და პროტოკოლი არის სხვა რამე კი არა, სახელმწიფოს საყრდენი. თუ არა, იწყება გაუთავებელი - „მე პირველი ვარ, შენ მეორე“. ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი. მე დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის" - განაცხადა ზურაბიშვილმა.