loader

Isurve.ge – N1 ქართული ონლაინმაღაზია კავკასიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Isurve.ge – N1 ქართული ონლაინმაღაზია კავკასიაში

21-ე საუკუნეში ტექნოლოგიურმა პროგრესმა ბევრი რამ გაამარტივა. ონლაინპლატფორმების განვითარებამ და მოქნილმა პირობებმა უზრუნველყო ყველანაირი პროდუქციის ერთ სივრცეში მოქცევა და შეკვეთის შესაძლებლობა. ამავდროულად, მაღაზიებს არ დაუკარგავთ კლასიკური სიმარტივე. შესაძლებელია ერთი ზარით კონსულტაციისა და ყველა კითხვაზე პასუხის მიღება და სასურველი ნივთის შეძენა, დაწყებული ტელევიზორიდან, დასრულებული ნივრის საჭყლეტით.

საცობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, რაც დღითი დღე უფრო საგრძნობი ხდება. სულ რამდენიმე წუთის საქმეზე გადაადგილებასაც კი თან ახლავს საათობით საცობში დგომა და უამრავი დროის კარგვა. ონლაინმაღაზიების საკურიერო მომსახურებით კი შესაძლებელია თავი ავარიდოთ საცობში დგომასა და შენაძენის საკუთარი ხარჯებით ტრანსპორტირებას. სწორედ ამას ემსახურება ონლაინპლატფორმების არსებობა, რომელთა უმთავრესი მოვალეობა მომხმარებლისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა და მომსახურების უმოკლეს დროში, ხარისხიანად შესრულებაა.

ბოლო წლებში კოვიდპანდემიამ უზარმაზარი როლი ითამაშა ცხოვრების ონლაინრეჟიმში გადასვლაში. ბევრმა ბიზნესმა ფეხი ვერ აუწყო დიჯიტალიზაციასა და ონლაინვაჭრობაზე გადასვლას, თუმცა არსებობენ ამ ბაზრის ლიდერები, რომლებიც განვითარებული ინფტრასტრუქტურის ხარჯზე მომზადებულნი შეხვდნენ ამ გამოწვევებს. მაგალითად ნომერ პირველი ქართული ონლაინმაღაზია Isurve.ge

"ისურვე" 2017 წელს დაარსდა და მას შემდეგ მუდმივად ვითარდება. კომპანია სწრაფად ზრდის საიტზე წარმოდგენილი პროდუქციის ასორტიმენტს და ისახავს ახალ ამოცანებს.

აღსანიშნავია, რომ "ისურვემ" პანდემიის პერიოდში შეძლო, რომ გაეძლო გაზრდილი დატვირთვისთვის და მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა პროდუქცია, რათა არ ეგრძნოთ პანდემიის შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტი. ბიზნესის ერთ-ერთი ხიბლი ხომ სწორედ მისი გამძლეობაა გამოწვევების მიმართ.

წლებია "ისურვე" უამრავი მომხმარებლისათვის შეუცვლელი ონლაინმაღაზიაა, რომელიც დღითი დღე უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს არწმუნებს საკუთარ სანდოობასა და ხარისხში.

Isurve.ge-ს საიტზე შესვლისას მომხმარებელს შემოთავაზებული ნივთების უზარმაზარი არჩევანი ეშლება: საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, საოჯახო წვრილმანი ნივთები, პროფესიონალური გამოყენების ტექნიკა, სამუშაო ხელსაწყოები, მანქანა-დანადგარები და უამრავი სხვა.

როგორც ჩანს, ოთხასი ათასზე მეტმა კმაყოფილმა მომხმარებელმა ერთგვარი რეკომენდატორის როლი ითამაშა და "ისურვე" ქვეყნის ნომერ პირველი ონლაინმაღაზია გახდა.

სწორად გადადგმული ნაბიჯების დამსახურებით, "ისურვე" გასცდა საქართველოს საზღვრებს და დღეს სომხეთის ბაზარზეც არსებობს და უკვე შეიძლება ითქვას, რომ ახალ გარემოშიც ძალიან კარგი რეპუტაციითა და უამრავი მომხმარებლის ნდობით სარგებლობს.

როგორც ჩანს, მოქნილი საგარანტიო სერვისი, მომხმარებლებზე მორგებული განვადების სისტემა და უფასო მიწოდება ყველა სოფელსა თუ ქალაქში ელექტრონულ კომერციაში წარმატების წინაპირობაა. NS

"ისურვე" კვლავაც აგრძელებს ზრდას, მომხმარებლებზე ზრუნვას, ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ განვითარებასა და შემოთავაზებული პროდუქციის არჩევანის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას.