loader

მოზარდის გადარჩენის კადრები, რის გამოც მაშველი გიორგი გოგიჩაიშვილი შსს-მ მედლით - “მამაცობისთვის“ დააჯილდოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოზარდის გადარჩენის კადრები, რის გამოც მაშველი გიორგი გოგიჩაიშვილი შსს-მ მედლით - “მამაცობისთვის“ დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები სამინისტროს I და II ხარისხის მედლებით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, სამინისტროს მედლით - ,,მამაცობისათვის“, სამინისტროს მედალიონით - ,,განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, სამინისტროს სამკერდე ნიშნით - „დამსახურებული პოლიციელი“ და სამინისტროს მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

სამინისტროს მედლით - ,,მამაცობისთვის“ დაჯილდოვდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის ფოთის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს მეხანძრე-მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი - გიორგი გოგიჩაიშვილი. იგი 16 აპრილს, აღდგომას, მისთვის არასამუშაო დღეს, შეესწრო ფაქტს, თუ როგორ ითხოვდა, სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურაში საბანაოდ შესული მოზარდი შველას და ნაპირზე გამოყვანას. მან დაუყოვნებლივ შეცურა მდინარეში, მიუხედავად ძლიერი დინებისა, მოზარდი სანაპიროზე დროულად გამოიყვანა და დახრჩობას გადაარჩია.

ვიდეო აღდგომის დღესასწაულზე, 16 აპრილს, გაავრცელა "ფეისბუქგვერდმა" “ქუთაისელები“.

“დღის გმირი: აღდგომას წყალში ჩავარდნილი მოზარდი გადაარჩინა“ - ამაღელვებელი ვიდეო ნოქალაქევიდან