loader

“ჩემი წიგნის ყველაზე მთავარი ნაწილი ჯერ არ დაწერილა! განსაკუთრებით მადლიერი ვარ ყოველი თქვენგანის...“ - თინა ხიდაშელი ემოციურ მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩემი წიგნის ყველაზე მთავარი ნაწილი ჯერ არ დაწერილა! განსაკუთრებით მადლიერი ვარ ყოველი თქვენგანის...“ - თინა ხიდაშელი ემოციურ მიმართვას ავრცელებს

“50 წლის ვხდები! 50-ის. არც არაფერი ყოფილა! ზუსტად ისეთი განცდები მაქვს, 25-ის რომ ვხდებოდი! ვიზრდები! არადა, ფურცელზე დაწერილი გაცილებით უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება! აქამდე გავლილი გზაც შთამბეჭდავია, ნახევარი საუკუნის შესაფერი!

მაგრამ წინ დიდი თავგადასავლებია, ჩემი წიგნის დიდი და ყველაზე მთავარი ნაწილი ჯერ არ დაწერილა! დღეს განსაკუთრებით მადლიერი ვარ ყოველი თქვენგანის, ნაცნობის და უცნობის, ვინც მთელი წელი დანებების უფლებას არ მაძლევდით, მაიმედებდით, მეხმიანებოდით, მეხმარებოდით, მაძლიერებდით! დღეს ვეღარაფერი მომერევა, აი, ამ გოგოებივით ვარ, ერთი დღეს გავიცანი კოსტა რიკაში, მეოცნებეა, მეორე კი ჩემი ძველი ნიუიორკელი მეგობარია, თამამი და მებრძოლი საკუთარი ოცნებებისთვის!

50 წლის გავხდი! არაფერი იცვლება, ეს ჯერ მხოლოდ რიცხვია, უფრო შთამბეჭდავი, ვიდრე 25 იყო, მაგრამ მაინც მხოლოდ რიცხვია!“ - წერს თინა ხიდაშელი.