loader

“ეს სიკვდილზე უარესია! ზუსტად 2 საათი მათრია, მშვიდად ვიყავი და უცებ რომ მოვიდა, სულ ცხვირპირი მამტვრევინა“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი პანიკური შეტევის შესახებ წერს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ეს სიკვდილზე უარესია! ზუსტად 2 საათი მათრია, მშვიდად ვიყავი და უცებ რომ მოვიდა, სულ ცხვირპირი მამტვრევინა“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი პანიკური შეტევის შესახებ წერს

“პანიკური შეტევა! ესღა მაკლდა. მე ზოგადად საკუთარ თავზე არ მაქვს შიში, თუ რა მომივა, სიკვდილისაც არ მეშინია, ერთადერთი, ნუ, წვალება არ მინდა რა. დანარჩენი მიღებული და გაცნობიერებული მაქვს, მაგრამმმ!!! ეს რა საშინელება ყოფილა. ახლა როგორ მესმის იმ ადამიანების, ვისაც ეს გადაუტანია ან გადააქვს. ვაიმე, ხალხნო, გულით გითანაგრნობთ, ეს სიკვდილზე უარესია. არც აქ ხარ, არც იქ, მართლა იმ კაცის არ იყოს, “არც აქანა მიმიღონ, არც იქანეო”.

ზუსტად 2 საათი მათრია, მსგავსი არაფერი გამიგია. არადა, მშვიდად ვიყავი და უცებ რომ მოვიდა, სულ ცხვირპირი მამტვრევინაა. ღმერთო, ეს მეორედ რო განმეორდეს, ვერ გავუძლებ. სასწრაფო მყავდა და ექიმმა ყოველი მესამე გამოძახება ამ მიზეზით გვაქვსო. ეს არის წამება, კი. 3 წელი მქონდა დეპრესია, ასოციალურობა, უიმედობა, სიცარიელე, მაგრამ ეს? არააა... ნუ, ეს არ მინდაა არანაირად, კიდე რომ მოვიდეს. აიი, ვემზადები, სასტიკად უნდა ვებრძოლო. თავისას არ გავატანინებ, შანსი არაა. უბრალოდ არ ვიცოდი, რა იყო და მაგიტომ მახოხიალა ასე. “პანიკური შეტევები” მაქვსო, რომ იძახდნენ, ძალიან მეცინებოდა ხოლმე რაღაც მოდა მეგონა, მაგრამ სიტყვა არ შემარჩინო, არა, ხო, სამართლიანო ცხოვრებავ, მიბრუნე უკან ყველაფერი, არასწორი რაც გამიკეთებია და მითქვამს. მოკლედ, მართალი რომ გითხრათ, მართლა მაგრად დავიღალე, მეგობრებო, რააა“ - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი და თავის მდომარეობას უფრო კონკრეტულად განმარტავს.

“ვერ ვდგებოდი ფეხზე, ვიჯექი. წონასწორობა დამერღვა და გონებას ვკარგავდი. დედაჩემმა და ჩემმა დამ მითხრეს მერე, რომ სულ შავი მქონდა ტუჩები“.