"საჯარო სკოლებში უბედურება ხდება" - ვიკა ბუკია
ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს:
"გუშინ ვიკამათე მეგობართან. თუ მოუნდება პასუხი, მოვა კომენტარებში:))“კაი ახლა, რადგან მინისტრია, კერძო სკოლაში ვერ უნდა დაჰყავდეს ბავშვი?” კითხვის ავტორები ეტყობა ვერ ხვდებიან, მინისტრი ვინ არის და რას წარმოადგენს ეს თანამდებობა. და საერთოდ, პარდონ, მაგრამ ქოცობაზე უარესია ვერგააზრება ქოცების მავნებლობის.
არადა, სწყინთ, ამას რომ ეუბნები,.ვინც ვერ ხედავს, თუ რამდენად უხერხულია, სახელმწიფო მოხელეებს კერძო სკოლებში რომ დაჰყავთ შვილები. გამოდის, ვერ ხედავს ხელისუფლებისა და “ქართული ოცნების” ფარისევლობის სრულ მასშტაბს. თავადვე არ ენდობიან სისტემას, რომელზეც პასუხისმგებლები არიან.
საჯარო სკოლებში უბედურება ხდება. ამ უბედურების მიზეზი ის ადამიანები არიან, ვისაც კერძო სკოლებში დაჰყავთ დღეს ბავშვები." - წერს ბუკია.