loader

"მე შემიძლია ქართველებს გითხრათ სიმართლე! ეს სამარცხვინოა, მაგრამ ეს სიმართლეა..." - შონ პენი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე შემიძლია ქართველებს გითხრათ სიმართლე! ეს სამარცხვინოა, მაგრამ ეს სიმართლეა..." - შონ პენი

"ბევრი წარმატება და მარცხი გამომიცდია, რამაც კიდევ უფრო გამაძლიერა და შთამაგონა, რომ ეს ფილმი გადამეღო. ჩვენ არასდროს ვიცით, როდის გვატყუებენ, მაგრამ ყოველთვის ვხვდებით, როცა სიმართლეს გვეუბნებიან. მე შემიძლია ქართველებს გითხრათ სიმართლე. ეს სამარცხვინოა, მაგრამ ეს სიმართლეა. ბოლო 24 საათში საქართველოზე იმაზე მეტი გავიგე, ვიდრე 62 წლის განმავლობაში. ძალიან შემიყვარდა საქართველო. საქართველოს გარეშე უკრაინა არ არსებობს. როგორც ამერიკელი მივხვდი, რომ უკრაინამ მაჩუქა საქართველოც. უკრაინა არის ის, რასაც დაგვპირდა ჩვენი ქვეყანა - მშვიდობა და თავისუფლება" - განაცხადა ჰოლივუდის ვარსკვლავმა, რეჟისორმა და მსახიობმა შონ პენმა, რომელიც თბილისში იმყოფება.

შონ პენი ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალზე სიტყვით გამოვიდა.

ვიდეო: "ფორმულა"