ბარსელონა - გრანადა 5:3 და მესის ჰეთ თრიკი, რომლითაც სესარ როდრიგესის რეკორდი გააუმჯობესა
ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში, სადაც "ბარსელონა" "გრანადას" დაუპირისპირდა და მეტოქე 5:3 დაამარცხა, კატალონიელთა გუნდის არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ მატჩში ჰეთ თრიკი შეასრულა და 234 გოლით "ბარსელონას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ამ ჰეთ თრიკის წყალობით მესიმ "ბლაუგრანას" ლეგენდარული ფეხბურთელის, სესარ როდრიგესის რეკორდი 2 ბურთით გააუმჯობესა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" სტატისტიკურმა განყოფილებამ სპეციალური გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ როდრიგესს "ბარსელონაში" გატარებული კარიერის დროს არა - 235, არამედ 232 გოლი გაუტანია.
"გრანადასთან" მატჩამდე მესის ანგარიშზე 231 გოლი იყო.
www.sportall.ge