არსებობს თუ არა 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის განმეორების საფრთხე? - რას ამბობს დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე
არსებობს თუ არა 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის განმეორების საფრთხე? - ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, ლაშა სუხიშვილმა, "პალიტრანიუსის" დილის ეთერში ისაუბრა.
თბილისის 13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა. წყალდიდობამ მდინარე ვერეს ხეობაში 19 კაცის სიცოცხლე შეიწირა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა რამდენიმე ადამიანი და 200-ზე მეტი უსახლკაროდ დარჩა. თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი - ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. სტიქიური უბედურება 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.