"გურჯაანში საშინელება ხდება, მანქანები მიაქვს, ანგრევს აქაურობას" - რა კადრები ვრცელდება გურჯაანიდან
გურჯაანში წყალდიდობაა. მდინარეების - ახტალისხევი და ნავთისხევი ადიდების შედეგად წყალმა კალაპოტი გარღვია, ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე წყალი მოედინება.
დატბორილია ავტომობილები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები.
მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალადა რამდენიმე სოფელიც. სეტყვამ ვენახები და ხეხილის ბაღები გაანადგურა.
ვიდეო: Berdia Gezelishvili