loader

სტიქიის უმძიმესი შედეგები - რა ხდება გურჯაანში დღეს, სადაც სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტიქიის უმძიმესი შედეგები - რა ხდება გურჯაანში დღეს, სადაც სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი გურჯაანში მომხდარი სტიქიის უმძიმესი შედეგების ამსახველ კადრებს აქვეყნებს.

ქალაქში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ქალაქის ცენტრალური ქუჩა, სადაც მდინარე ნავთისხევი კალაპოტის გარღვევის შემდეგ რამდენიმე საათი მიედინებოდა, მძიმე ტექნიკამ ნაწილობრივ გაწმინდა და შიდა გზების ნაწილზე ავტომობილებით გადაადგილება გვიან ღამით გახდა შესაძლებელი. წყალდიდობამ დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად კი ათობით მანქანა და საცხოვრებელი სახლი დატბორა.