loader

გონიოში შავმა ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა - რას ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გონიოში შავმა ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა - რას ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გონიოში შავი ზღვის მიერ გამორიყული მკვდარი ცხოველი დელფინია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოში განუცხადეს, მსგავსი ფაქტი ზაფხულის სეზონზე ყოველწლიურად ხდება და ახალი არ არის.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყოველ წელს მსგავსი ფაქტების გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა, რის გამოც წელიწადში ათეულობით შემთხვევა ფიქსირდება, ძირითადად კი, ზაფხულში.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე სპეციალური ჯგუფი იმყოფებოდა, რომელმაც შავი ზღვის მიერ გამორიყული 1 დელფინი აღმოაჩინა. ამ დროისთვის, გამორიყული დელფინის დათვალიერება და გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც მოქალაქის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გამორიყა შავმა ზღვამ მკვდარი ცხოველი.