ბათუმში, ნუცა ბუზალაძის სოლო კონცერტი გაუქმდა
კლუბი „სფერო“-სადმინისტრაცია, სადაც ნუცა ბუზალაძეს სოლო კონცერტი უნდა გაემართა განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ აღნიშული ღონისძიება გაუქმებულია:
"მოგესალმებით! როგორც ცნობილია 30 ივნისს კლუბ „სფერო“-ში დაგეგმილი იყო გრანდიოზული გახსნითი ღონისძიება, სადაც სოლო კონცერტს გამართავდა ნუცა ბუზალაძე ბენდ ნიუტონთან ერთად.
ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, კლუბი "სფერო"-ს ადმინისტრაცია საჭიროდ თვლის გაცნობოთ ჩვენი და ნუცა ბუზალაძის ერთობლივი გადაწყვეტილება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის ორმხრივი. 30 ივნისს დაგეგმილი კონცერტი ამ ეტაპზე გაუქმებულია.
ნუცა მკაფიოდ აფიქსირებს რუსეთის მიმართ თავის პოზიციას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი ოკუპანტია! სწორედ ამიტომ რუსეთიდან მიღებულ საკონცერტო შემოთავაზებებზე დიდი ხანია უარს ამბობს.
უახლოეს დღეებში ნუცას დაგეგმილი აქვს ამერიკული ტურნე, რომლის შესახებ დეტალებს მსმენელისთვის სიურპრიზად ტოვებს. კლუბი "სფერო“ წარმატებებს უსურვებს მას. ნუცა მზად არის უახლოეს თვეებში “სფერო“-ში გამართოს სოლო კონცერტი," - ნათქვამია კლუბ „სფერო“-ს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებსულ განცხადებაში.