loader

"ჩვენი ტერიტორიების დათმობით, ბაიდენს ომის დასრულება 5 წუთშიც კი შეუძლია, მაგრამ ჩვენ ამას არ დავთანხმდებით" - ვოლოდიმირ ზელენსკი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენი ტერიტორიების დათმობით, ბაიდენს ომის დასრულება 5 წუთშიც კი შეუძლია, მაგრამ ჩვენ ამას არ დავთანხმდებით" - ვოლოდიმირ ზელენსკი

ერთადერთი სურვილი, დაასრულო ომი, მშვენიერია, მაგრამ ეს სურვილი რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე უნდა იყოს დაფუძნებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომლის თქმითაც, ის რომ პრეზიდენტი იყოს, უკრაინაში მიმდინარე ომის 24 საათში დასრულებას შეძლებდა.

„ისე, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპს უკვე ჰქონდა ეს 24 საათი თავის დროზე. ჩვენ ვიყავით ომში, არა სრულმასშტაბიან ომში, მაგრამ ვიყავით ომში და ჩემი ვარაუდით, მის განკარგულებაში ეს დრო იყო, მაგრამ სხვა პრიორიტეტები უნდა ჰქონოდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ომის დასრულებაზე უკრაინის ხარჯზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ტერიტორიების დათმობით, ვფიქრობ, ამ გზით ბაიდენს მისი დასრულება თუნდაც ხუთ წუთში შეუძლია, მაგრამ ჩვენ არ დავთანხმდებით”, - აღნიშნა ზელენსკიმ.