loader

მძიმე კადრები - ინდოეთსა და პაკისტანში წყალდიდობის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები - ინდოეთსა და პაკისტანში წყალდიდობის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

პაკისტანსა და ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობაა. სტიქიურმა უბედურებმა განსაკუთრებით ინდოეთის დედაქალაქი დელი დააზიანა, სადაც მდინარეების ადიდებამ საცხოვრებელი ზონების დატბორვა გამოიწვია.

BBC-ის ინფორმაციით, მდინარე იამუნაში წყლის დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რაც ბოლო 45 წლის მანძილზე არ განმეორებულა.

სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ათასობით მოქალაქის ევაკუაცია.

ბოლო ერთი კვირის მანძილზე უხვ ნალექს ინდოეთში, სულ მცირე, 88 ადამიანი ემსხვერპლა.