loader

"სასიხარულო სიახლე - დღეიდან საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს ორ ქვეყანას შორის გადაადგილება პირადობის მოწმობის გამოყენებით შეეძლებათ" - შალვა პაპუაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სასიხარულო სიახლე - დღეიდან საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს ორ ქვეყანას შორის გადაადგილება პირადობის მოწმობის გამოყენებით შეეძლებათ" - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” საქართველოსა და სომხეთს შორის ბიომეტრიული პირადობის მოწმობის გამოყენებით საზღვრის კვეთის შესახებ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

როგორც პაპუაშვილი წერს, ახალი სისტემა ჩაანაცვლებს პასპორტით მოგზაურობის სისტემას, რაც მოქალაქეებს უფრო მეტ თავისუფლებას მიანიჭებს.

„სასიხარულო სიახლე! დღეიდან საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს ორ ქვეყანას შორის გადაადგილება პირადობის მოწმობის გამოყენებით შეეძლებათ. ახალი სისტემა ჩაანაცვლებს პასპორტით მოგზაურობის სისტემას, რაც უფრო მეტ მოქნილობას და თავისუფლებას მიანიჭებს მოქალაქეებს. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ორი მეგობარი ერისთვის, რათა უპრობლემოდ შეძლონ მოგზაურობა”, - წერს პაპუაშვილი.